საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ არჩევანს ასრულებს

11/05/2016

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ არჩევანს ასრულებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ პრემიერ-მინისიტრი ქვეყნის საგარეო კურსში თავადაც არ არის დარწმუნებული.

“ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც არის საქართველოს უსაფრთხო, მშვიდი და სტაბილური განვითარების გარანტია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობა ასრულებს ხალხისა არჩევანს”, – განაცხადა ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0