ვეტერანებთან და მათ ოჯახის წევრებთან შესახვედრად, წალკის კანიონზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და „კასს ლენდის” დირექტორი ეკატერინე თორდია იმყოფებოდნენ. წალკის კანიონის ვეტერანი სტუმრები ახალგაზრდული მედიაკავშირის პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” წევრები არიან.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ პატივისცემას საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის მებრძოლი ომის ვეტერანების მიმართ, რომელთა როლი დიდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მადლიერების ნიშნად, დღეს დაცული ტერიტორიები ომის ვეტერანებს უფასოდ მასპინძლობს. ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ქვეყნის სამსახურში დგომა და ბრძოლა სამშობლოს დასაცავად”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური. ნოზაძემ.
ომის ვეტერანებსა და მათ ოჯახებს, დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს ყველაზე პოპულარულმა დაცულმა ტერიტორიებმა – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, ნავენახევის მღვიმე, წალკის კანიონი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია – უმასპინძლეს.