საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

18/01/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი დირექტორი წარუდგინა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ახალი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. მას აქვს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და პროფილური განათლება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი დირექტორი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ავიაციის განვითარებაში,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ირაკლი ქარქაშაძეს ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში.
ბოლო დრომდე, ირაკლი ქარქაშაძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0