იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თურქმენეთისა და საქართველოს მეგობრობის ხეივნის გაშენებაში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თბილისის ზღვაზე საქართველოსა და თურქმენეთის მეგობრობის ხეივნის გაშენებაში მიიღო მონაწილეობა.
გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ინიციატივით მიმდინარე აქციას შეუერთდა და დენდროლოგიურ პარკში მწვანე ნარგავები დარგო.
საქართველოსა და თურქმენეთის მეგობრობის ხეივნის გაშენების იდეა საქართველოში თურქმენეთის ელჩ დოვლეტმურატ მურატოვს ეკუთვნის.
ღონისძიება თურქმენეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ეძღვნება.
საქართველოსა და თურქმენეთის მეგობრობის ხეივნის გაშენება დაიწყო
26/03/2016