საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა

05/01/2018

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ დაფინანსების მიზნით.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.
შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0