საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება

13/09/2022

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საამიროების სახელმწიფო მინისტრის აჰმედ ალ-საეღს შორის შეხვედრის მსვლელობისას მოეწერა ხელი. ლევან დავითაშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის ერთობლივი საბჭოს დაფუძნების შესახებ შეთანხმება, კი წაახალისებს ორი ქვეყნის ვაჭრობას და საინვესტიციო პროექტებს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ოფიციალურად დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ ვაჭრობაში. 2022 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა. ითქვა, რომ ვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. დღეის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირებულია 190 კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კაპიტალის მონაწილეობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0