საქართველოსათვის, როგორც მედეას ქვეყნისათვის სამედიცინო ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია

05/07/2019

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონგრესი, სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი გახსნა. სალომე ზურაბიშვილი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, წარმატებული მუშაობა უსურვა მათ და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია დაეხმარება მის მონაწილეებს უფრო დიდ პროგრესს მიაღწიონ ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და დაცვის მიმართულებით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის ფორუმი ეძღვნება ქალთა საკითხებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის და ჩვენ როგორც ქალები, კიდევ უფრო ვზრუნავთ ჩვენ მომავალ თაობაზე, რადგან ვართ დედები და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მადლობას მოვახსენებ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერითაც ბათუმში ეს ფორუმი ტარდება.

ესეც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და ტურიზმის ისეთი მიმართულები, როგორიცაა საკონფერენციო და სამედიცინო ტურიზმი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან სამედიცინო ტურიზმი, საქართველოსათვის, როგორც მედეას ქვეყნისათვის ისტორიული ხასიათისაა. ჩვენ უნდა განვავითაროთ სამედიცინო ტურიზმი და რეგიონებში ჩვენი კურორტები, რომლებიც ძალიან მრავლად გვაქვს. ეს საქართველოსათვის ძალიან დიდი პოტენციალია.

“ამ კუთხით, ასეთი მასშტაბური კონფერენციის ჩატარებაც ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ თავმოყრილია უამრავი ქალი, რადგან დღეს ლიდერი ქალები უფრო და უფრო ძლიერდებიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად წარდგენილია ქალი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი და დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი აირჩევს მას, ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად სავალუტო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე. ეს ყველაფერი დიდი წინსვლაა, მათთვის, ვინც ვფიქრობთ ქალების ჯანმრთელობასა და ქალების როლზე ჯანდაცვის პოლიტიკაში. ჩვენ ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე. საქართველოს პრეზიდენტი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა ქეთრი ქელიმ სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელიც სან ფრანცისკოში 7 სექტემბერს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0