საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო

05/03/2016

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო.

“დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ის, რისთვისაც ეს ბიჭები სოხუმში მიდიოდნენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ისეთ სახელმწიფოდ, რომ მტერს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს. ასე იყო წლების განმავლობაში , ასე იქნება მომავალშიც და ეს გმირები გვაძლევენ ამის მაგალითს”- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს 5 მარტს, 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0