საქალაქო სასამართლოსთან “პირაკრულთა აქცია” გაიმართება

15/03/2016

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 18 მარტს “პირაკრულთა აქცია” გაიმართება. ამის შესახებ “მაესტროს” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
“გაიმართება “პირაკრულთა აქცია”, რისი დიდი გამოცდილებაც აქვს “მაესტროს”, რათა სისტემატიურად მიდიოდა “მაესტროს” პირის აკვრის მცდელობა და ჩემდა სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ისტორია მეორდება”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

აქციით ”მაესტროს” ყოფილი ხელმძღვანელობა სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს, რომლითაც ბაჩო კიკაბიძეს ”მაესტროს” სახელის გამოყენება აეკრძალა.

როგორც ცნობილია, კიკაბიძე ”მაესტროს” სახელით ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას გეგმავდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0