საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება

08/12/2016

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში “ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის – OGP 16” მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან მარკ ეროს სახელით გაიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც OGP16 -ის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს სამიტში და ოფიციალურ მიღებაში მონაწილეობისათვის.
ჟან მარკ ეროს განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს დელეგაცია ყოველთვის განსაკუთრებული პატივით იქნება მიღებული და საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება.
“OGP16 – ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იღებდნენ.
„ღია მმართველობის პარტნიორობა – OGP” 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ს შეუერთდა და მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.
პარტნიორობის ფარგლებში საქართველო 2014 წელს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად და 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან კი, ერთი წლის ვადით, საქართველო წამყვანი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0