საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

Thursday February 6th, 2025

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 2025 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს და დაამტკიცეს. წელსაც კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საბიუჯეტო პროცესი იქნება.
მანდატიდან გამომდინარე, კომიტეტის საქმიანობა მოიცავს საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის ზედამხედველობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვას, ამ მიმართულებებით კანონშემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურებას და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0