საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველის მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, მთავრობას უფლებამოსილება ენიჭება მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცოს.
„წესი ითვალისწინებს თანხის ოდენობის განსაზღვრას, სამკერდე ნიშნის გადაცემას და კომისიის შექმნის ვალდებულებას. გათვალისწინებული წესით განისაზღვრება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობები“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა.