საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს“. სარატიფიკაციო დოკუმენტი კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი თქმით, დამფუძნებელ შეთანხმებაში, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს გაფორმდა, ცვლილებები შედის ორ მუხლში. პირველი ცვლილებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოპერაციების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება სუბსაჰარული აფრიკისა და ერაყის მიმართულებით.მეორე ცვლილებით მოიხსნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩვეულებრივ ოპერაციებზე საწესდებო კაპიტალის შეზღუდვები და დირექტორთა საბჭო აღიჭურვება ნდობით, რომ დააწესოს და შეინარჩუნოს ლიმიტები ბანკის ფინანსური მდგრადობის დაცვის გათვალისწინებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველო 1992 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს“ მხარი დაუჭირა
02/10/2023