საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

14/09/2022

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილეს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, სპეციალური სახელმწიფო წოდება მიენიჭება. აღნიშნული ცვლილება „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ფინანსთან მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან.

„სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0