საუდის არაბეთის დელეგაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოფისი დაათვალიერეს და მის საქმიანობას გაეცნენ

28/03/2016

საქართველოში ვიზიტად მყოფი საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი დაათვალიერეს და მის საქმიანობას გაეცნენ. სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ არაბ კოლეგებს საქართველოში არსებულ ეპიზოოტიურ მდგომარეობაზე, ცოცხალი ცხოველების ექსპორტის ტექნიკურ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია ,აგრეთვე იმ ვეტერინარულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხორციელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მონიტორინგი, ცხოველთა პროფილქატიკური და სავალდებულო ვაქცინაცია სხვდასხვა დაავადებებზე, რაც ქვეყნის ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს. საუდის არაბეთის დელეგაციის წევრები, სოფლის მეურნეობის სხვადსხვა დარგებით, განსაკუთრებით მეცხოველეობით ინტერესდებიან. 2015 წელს საუდის არაბეთში საქართველოდან 35 700-მდე სული წვრილფეხა პირუტყვის იმპორტი განხორციელდა რაც თანხობრივად დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენს.
საუდის არაბეთის დელეგაციას საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში არიან სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის, ნაჯრანის მებაღეობის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დეპარტამენტის, ცხოველთა კარანტინის განყოფილების, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს პირველად სტუმრობს. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს და მის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონებსაც ეწვევიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0