საუბნო-საარჩევნო კომისიას თავად აქვს უფლებამოსილება აირჩიონ და გადაირჩიონ საკუთარი ხელმძღვანელი პირები

26/09/2016

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე ნიუ-იორკში #8-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადარჩევის მიზეზებს განმარტავს. როგორც მიქელაძემ განაცხადა, საუბნო-საარჩენო კომისიის განკარგულების მიხედვით, ნინო ბორჩხაძე გადაირჩიეს იმის გამო, რომ მან დაარღვია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ეთიკის კოდექსის მეხუთე მუხლი, რაც კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისადმი მხარდაჭერას ან საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქმედებებს ითვალისწინებს.
ცესკოს პრესსპიკერის განმარტებით, საუბნო-საარჩევნო კომისიას თავად აქვს უფლებამოსილება აირჩიონ და გადაირჩიონ საკუთარი ხელმძღვანელი პირები.

“26 სექტემბერს ნიუ-იორკში მერვე უბანზე გაიმართა სხდომა, სადაც კომისიის პირველივე სხდომაზე არჩეული იყო თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. ამის შემდეგ კომისიამ გადაირჩია თავმჯდომარედ ნინო ბორჩხაძე, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, მათ გააჩნიათ სრული უფლებამოსილება განსაზღვრული გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში გადაირჩიონ ხელმძღვანელი პირი. კომისიის განკარგულებაში მითითებულია, რომ ნინო ბორჩხაძე გადაირჩიეს იმის გამო, რომ მან დაარღვია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ეთიკის კოდექსის მეხუთე მუხლი, რაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტისადმი მხარდასაჭერას, ან საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქმედებებს ითვალისწინებს“, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, ნინო ბორჩხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრია და ის ამ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს. რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, ანა მიქელაძის ინფორმაციით, საუბნო-საარჩევნო კომისიამ უკვე აირჩია ახალი თავმჯდომარე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0