სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს

02/04/2023

ქალაქ ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დასრულდება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0