ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მურად ცინცაძე, მისი მოადგილე ლევან თედიაშვილი და ადიგენის სატყეო უბნის რეინჯერები ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მურად ცინცაძემ მუნიციპალიტეტისათვის ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გამოყოფილი ტყეკაფების ადგილმდებარეობისა და არსებული რესურსების რაოდენობის შესახებ ისაუბრა, აღნიშნა, რომ მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.
რეგიონის მასშტაბით ტყეკაფების გამოყოფა, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. მოსახლეობაზე საშეშე მერქნის გაცემა კი 2016 წლის 1 აგვისტოდან დაიწყება.
სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ადიგენში შეხვედრა გამართეს
14/07/2016