სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

15/11/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ხელშეწყობასა და ეტაპობრივ დანერგვაზე ისაუბრა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე ვრცელდება. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა 2019 წლისთვის მწარმოებლებისთვის ვალდებულებების განსაზღვრისა და სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვისათვის მინიმალური მაჩვენებლების მიღწევის ამოცანებს მოიცავს. კომპანიების წარმომადგენლები პროცესში აქტიურ ჩართულობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0