მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“სასწაული შევძელით!!! უსახსროდ,უფულოდ,მხოლოდ ენთუზიაზმით!!! ხელმოწერები ფაქტიურად შეგროვებულია. ველოდებით უკანასკნელ მონაცემებს. 200000 ხელმოწერა სახეზეა. ამ ხელმოწერებს ორშაბათიდან შევიტანთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თუმცა ველოდებით 500000 დან 1 მილიონამდე ხელმოწერას, რომელსაც გაუგზავნით პრეზიდენტს. საქართველოს ამომრჩევლებიდან 1 მილიონი ადამიანი მოითხოვს რეფერენდუმს, რომელიც აკრძალავს ერთი სქესის პირთა ქორწინებას.
P.S.ყველა აქტივისტს დაახლოებით (7000 ადამიანი)გიხდით დიდ მადლობას და გელოდებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმ დღეს როდესაც ცსკ გადააგზავნის ხელმოწერებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.”დინების საწინააღმდეგოდ”!!!ჩვენთან არს ღმერთი!!!”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.