სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

02/09/2016

სოფელ დიდ ირაგასა და წინწყაროში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა , პროექტი ითვალისწინებდა სასმელი წყლის ცენტრალური მილის შეცვლას და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას.
აღნიშნული სოფლების მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, ვინაიდან დაზიანებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას და დასახლებებს წყალი მიეწოდებოდა შეზღუდვით.
სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შემცირდა წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდა წყალმომარაგება.
აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 102395,15 ლარს აქედან ადგილობრივი ბიუჯეტი 5119,76 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი 97275,29 ლარი. სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. „G. SERVICE”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0