სასკოლო ოლიმპიადის მიმდინარეობასთან დაკავშირებით რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა მოეწყო

Tuesday November 14th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე თემურ ხუბულურმა აღნიშნა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ისევე როგორც გასულ წელს, წელსაც მხარს უჭერენ აღნიშნულ ინიციატივას და მაქსიმალურად არიან ჩართულები საორგანიზაციო პროცესში. გარდა ამისა, 2023-2024 წლის თამაშების მომზადებისა და ორგანიზებისთვის შეიქმნება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა ქართლის რეგიონის საორგანიზაციო კომიტეტი. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებში ჩართულია საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე. ოლიმპიადა შედგება მუნიციპალური, რეგიონული, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებისა და დასკვნითი ეტაპისგან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალური თამაშები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0