სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირება წიაღის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება

25/01/2018

სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად დაასახელა. მისი განცხადებით, საქართველოში გადასახადი შესწავლა-ძიებაზე ჰექტრობის მიხედვით საკმაოდ მაღალია, რაც კომპანიებს არ აძლევს სტიმულს იმისთვის, რომ მათ მოინდომონ და აითვისონ შესასწავლი ტერიტორიები. „შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი შემცირება,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში იწყება წიაღის რეფორმას. ახალი მიდგომა ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს გარემოსდაცვითი და ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მაქსიმალურად გათვალისწინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0