თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე “დელტაკომის” ხელმძღვანელის, პაატა ქიქოძის დაკითხვა ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინაროებს.
როგორც prof-news-ის კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მოწმე 100 ლარით დააჯარიმა, თუმცა აღნიშნულს წინ გაფრთხილება უძღოდა.
უფრო კონკრეტულად, ქიქოძე პოლემიკაში შედიოდა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარესთან, რის გამოც მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა და რამდეჯერმე მოუწოდა, შეკითხვებისთვის მოესმინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული პროცესი კომპანია “დელტაკომის” ხელმძღვანელის, პაატა ქიქოძის დაკითხვით ცოტა ხნის წინ განახლდა.
პროცესს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიაც ესწრება.