სასამართლომ ბრალდებულ შ.ხაჩიროვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

01/09/2016

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი შმაგი ხაჩიროვი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 ივლისს დაახლოებით 14:20 საათზე, შმაგი ხაჩიროვი დედასთან ნ. თ.-თან ერთად ქ.თბილისში, მშვიდობის ქუჩაზე მათ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შმაგი ხაჩიროვსა და დედამისს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც შმაგი ხაჩიროვმა სამზარაულოს მაგიდიდან დანა აიღო და ნ. თ.-ს მარცხენა წინამხრის არეში მიაყენა ჭრილობა.
სამართალდამცველებმა შმაგი ხაჩიროვი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ჯამრთელობის განზრახ დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შმაგი ხაჩიროვი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0