შ.პ.ს. “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” სარფში ნაპირგამაგრებისა და გზის გაფართოების სამუშაოებს აგრძელებს.
მიმდინარე სამუშაოები ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით ზღვისკენ გაფართოვებას ითვალისწინებს. რამდენიმე ასეულ მეტრზე შენდება ბეტონის ტალღამრიდი კედელი გზის დასაცავად.
კედელსა და ზღვას შორის მდებარე პლაჟზე უკვე შეტანილია 92 300 კუბ/მ ქვიშა, რაც პლაჟს მნიშვნელოვნად გააფართოებს. საბაჟო-გამშვები პუნქტის შენობასთან მისასვლელად, პლაჟზე, ასევე, გაკეთდა დროებითი გზა.