სოფელ სარკინეთში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ შენობაში ხალხმრავლობა იყო. ბავშვების ჟრიამულმა აახმაურა დარბაზი.
ღონისძიებას ბავშვებისა და მშობლების გარდა სოფლის მცხოვრებლებიც დაესწრნენ. დამსწრეთ ეს ლამაზი დღე მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე -ლერი ბერუაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: იღუმენი მამა ხარიტონი; ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელები და დეპუტატები.
ააიპ ,,დმანისის სკოლამდელი სამსახურმა“ საბავშვო ბაღს სათამაშოები და საკანცელარიო საქონელი გადასცა.
სარკინეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
17/10/2017