თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღუღაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო – სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე გამგეობის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.
დღესვე სხდომაზე სარევიზიო კომისიის 2016 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში კომისიის თავმჯდომარის მრჩეველმა დავით მიროტაძემ წარმოადგინა, რომელსაც დეპუტატების გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე კომისიის 6 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს
12/07/2016