საპროცესო შეთანხებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიცია აქვს დაზარალებულ მხარეს

26/07/2016

საპროცესო შეთანხებაზე სუბრისას მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიცია აქვს დაზარალებულ მხარეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან, შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.კობახიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება მაშინ ფორმდება, თუკი ამას დაზარალებული მხარე ეთანხმება.

“მე ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორი პოზიცია აქვს ამ საქმეში დაზარალებულ მხარეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სამართლებრივ ფარგლებში იქნება და სასამართლო იმგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც შელახული უფლების დასაცავად ადეკვატური იქნება. ჩვენი პოლიტიკა არის გაცხადებული – ასეთი დანაშაულის მიმართ სასჯელი და სანქცია გავამკაცრეთ. ჩვენს მიერ მიღებულ კანონს უკუძალა არა აქვს, მაგრამ პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფა არის მძიმე დანაშაული. ასეთი პოლიტიკის ფონზე, სასჯელი, რომელსაც სასამართლო განსაზღვრავს, სამართლიანი უნდა იყოს“, -განაცხადა კობახიძემ.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან პროკურატურას საპროცესო შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია. ბრალდებულებს – ინგა ჩატოიანს, გელა ღურწკაიასა და ნიკოლოზ ხაჭაპურიძესა და პროკურატურას შორის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმების დადასტურების შუამდგომლობით მიმართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0