მცხეთა – მთიანეთის რეგიონში, მუხათწყაროს მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და საპატრიარქოს ფონდ “გაამწვანე საქართველოს” ინიციატივით, 400-მდე შავი ფიჭვის ნერგი დაირგო. ხანძრის შედეგად განადგურდა 2,4 ჰა ფართობზე გაშენებული ხელოვნური ფიჭვის ნარგაობა, რის შემდეგაც, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი. ფართობი გაიწმინდა ნახანძრალი ხე-ტყისგან და დაიწყო მისი ეტაპობრივად აღდგენა. ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველო’’-ს ინიციატივით 400-მდე შავი ფიჭვის ნერგი დაირგო
04/06/2019