ნინო ჩოლოყაშვილი გლობალურ ბიზნეს ფორუმში „21-ე საუკუნის გამოწვევები ბიზნესში“ მონაწილეობდა

15/09/2017

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო ჩოლოყაშვილმა მონაწილეობა მიიღო გლობალურ ბიზნეს ფორუმში სახელწოდებით „21-ე საუკუნის გამოწვევები ბიზნესში“. მან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, ქვეყანაში არსებული დაფინანსების წყაროებისა და ფონდის პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ღონისძიებამ უმასპინძლა დელეგატებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან და ა. შ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც სამთავრობო, ასევე – კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმს საერთაშორისო დონის წარმატებული სპიკერები უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან და თურქეთიდან.
ფორუმის მიზანია საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება, გამოცდილების გაზიარება და ქალის როლის გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში.
გლობალური ბიზნეს ფორუმი სახელწოდებით „21-ე საუკუნის გამოწვევები ბიზნესში“, „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით, საქართველოში პირველად ჩატარდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0