საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდნენ

10/04/2024

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (EU PSC) ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ არსებული გამოწვევები, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება იყოს გარანტირებული და არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში. მთავარი ამოცანაა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები იყოს დაცული და ამაში გვჭირდება ევროპელი მეგობრების დახმარება სხვადასხვა საშუალებებით მათ შორის, სადამკვირვებლო მისიებით“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0