საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

22/07/2022

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც განხილული იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი. ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, 12 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, კანონპროექტები შემუშავდება.

„ამ კანონპროექტების ინიცირება და განხილვა მოხდება არა სამუშაო ჯგუფებში, არამედ პირდაპირ საპარლამენტო ფორმატებში, როგორიც არის: პარლამენტის ბიურო, კომიტეტის სხდომა და პლენარული სხდომა“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

​„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ორშაბათიდან პარლამენტში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დაიწყება. „სამოქალაქო სექტორთან შევჯერდით კონკრეტულ სამუშაო პროცესზე. 12 საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაიდოს კონკრეტული საკანონმდებლო პროექტები და აქტები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპელების რეკომენდაციებთან. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო. 24/7-ზე გვჭირდება მუშაობა ძალიან ბევრ იურისტთან, ორგანიზაციასთან, პარტიასთან და პოლიტიკოსთან ერთად, რომ სექტემბრისთვის პარლამენტში ერთობლივად დავარეგისტრიროთ კანონპროექტების ფართო სპექტრი, რომლის მიღებაზეც დამოკიდებული იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0