საპარლამენტო დელეგაცია ირლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

Saturday April 1st, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არტ ოლირის შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმები და მათი თანხვედრა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან.

„ირლანდიის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე დაინტერესდა საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმებით. მან სურვილი გამოთქვა დანერგილი სიახლეების კუთხით ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გაიზიაროს. შევთანხმდით, რომ ირლანდიის სააარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები წელს საქართველოს ეწვევიან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტიდან ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0