საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა

05/04/2016

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისთვის პრემიერ მინისტრს ხვალ გადაეგზავნება.

სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

“პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ.ნსამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0