საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დააფუძნეს. ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას დღეს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ მოაწერეს.
ხელმოწერილი დოკუმენტით, ქვეყნები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას ადასტურებენ. საპარლამენტო ასამბლეა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას და სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შემადგენლობა, მანდატი და საქმიანობის პრინციპები თბილისში, დამფუძნებლურ სესიაზე განისაზღვრება.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პირველი სესია თბილისში გაიმართება
09/06/2018