ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში – გუგუტიანთკარში, ზარდიაანთკარსა და კოშკაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, ავეჯი, სამოსი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
“საჯარო უწყებები ხშირად ვთანამშრომლობთ და ერთობლივად ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს. ამჯერად საოკუპაციო ხაზის სოფლებში ვიმყოფებოდით და ოჯახებს შობა-ახალი წელი მივულოცეთ. გარდა სახელმწიფო პროგრამებისა და გეგმებისა, მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობა”- აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.