მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ზღვის სანაპიროზე გადასასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის განსახორციელებლად გამგეობა 765 996 ლარს დახარჯავს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში 5 გადასასვლელი მოეწყობა, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე დაიდგმება სკამები, სანაგვე ურნები და მოეწყობა განათების სისტემა. სამუშაოების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.
სანაპიროზე გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
31/03/2017