დავით ზალკალიანი სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას პროვოკაციულ მცდელობად აფასებს.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აღნიშნულ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა. მსგავსი სახის მოწოდებები ჩვენ არა ერთხელ გვსმენია და ძალიან სამწუხაროა, რომ ამჟამად კიდევ ერთხელ გაისმა მსგავსი სახის მოწოდება. ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად პროვოკაციული მცდელობა რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის მცდელობა მცოცხავი ანექსიის გაგრძელების და ბუნებრივია, ჩვენი რეაქცია იქნება ის, რომ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღიკვეთოს ეს ფაქტობრივი ანექსიის გაგრძელების მცდელობა და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცახადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე საქმის კურსში არიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ოფიციალურ თბილისს ძალიან სერიოზული კომუნიკაცია ექნება.