სამცხე-ჯავახეთში 561 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

01/07/2016

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე 2016 წელს რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებსა და მათ შესრულებაზე იმსჯელეს. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის გამგებლებს პროექტების განხორციელებისას მონიტორინგის ჯგუფების გააქტიურებისა და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
მიმდინარე წელს, მხარის მასშტაბით რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 25 960 990 ლარის ღირებულების 561 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0