სამცხე-ჯავახეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან და მოქალაქეებთან ერთად, ახალციხეში მდებარე მეორე მსოფლიო ომის ობელისკი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს. ბესიკ ამირანაშვილმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და ახალციხის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრო. 9 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები მხარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა. მოეწყო საზეიმო სვლა ძმათა სასაფლაოებზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცისა და ომში დაღუპულთა საფლავები, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალები. ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავის აღსანიშნავად ვეტერანებთან შეხვედრები გაიმართა.სამცხე-ჯავახეთის მხარეში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 40 ვეტერანი ცხოვრობს, რომლებსაც ფულადი საჩუქარები გადაეცათ.
სამცხე-ჯავახეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
09/05/2019