სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საყუდაბელში, ორგორაში, ძველსა და ჭობარეთში მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ასპინძის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.
სოფელ საყუდაბელში რეაბილიტირდა სასმელი წყლის სისტემა და სანიაღვრე არხი. სოფელ ორგორაში რეაბილიტირდა სარწყავი წყლის სისტემა და სასმელი წყლის სათავე. სოფელ ძველში რეაბილიტირდა საჯარო სკოლის სველი წერტილები და აშენდა თავშეყრის ადგილი. სოფელ ჭობარეთში რეაბილიტირდა სასმელი წყლის მაგისტრალი, თავშეყრის ადგილი და ამბულატორია.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან მიზნად ისახავს რეგიონში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება
24/09/2019