სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ნინოობის დღესასწაული ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცა

27/01/2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ნინოობის დღესასწაული ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცა.
ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებს ეწვია და წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა.
პანსიონატის აღსარდელებმა სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს. პანსიონატი 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. პანსიონატს ხელმძღვანელობს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სადაც 5-დან 16 წლამდე ასაკის აღსაზრდელები ცხოვრობენ.
ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მეუფე სპირიდონმა ​ აღავილნა.
სტუმრებმა პატარებს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი მიუტანეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0