სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა

07/06/2019

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით, ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საზაფხულო სეზონთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდის პრევენციის საშუალებები. შემუშავდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რითაც შესაძლებელი გახდება, ტყის ხანძრების გაჩენის რისკების დაზღვევა და თავიდან არიდება. აღნიშნულ სტრუქტურებს მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ ერთმანეთთან და მონიტორინგს გაუწევენ რეგიონის მასშტაბით არსებულ მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0