სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

01/04/2019

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის სათათბირო ორგანოს, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე, მხარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0