სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელებმა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელებმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ რეგიონული წარმომადგენლობის შექმნის შესახებ ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთში სააგენტოს წარმომადგენელი, ელვარდ ზაზაძე გააცნო. შეხვედრაზე ეროვნული საშენი მეურნეობის წარმომადგენლებმა განიხილა შეშის მოპოვება–დამზადების და გამოყენების საკითხები და დამსწრეებს ახალი პროექტი გააცნო, რომლის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა, გამომშრალი,ენერგო ეფექტური, ბრიკეტით შეშის ჩანაცვლება. ბრიკეტები გამიზნულია რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებებისა და კერძო მომხმარებლების საწვავით უზრუნველყოფისთვის.
დღესვე, შეხვედრაზე ააიპ მდგრადი ტურიზმის ბიზნესის ასოციაციამ ATBA სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO-ს შექმნისა და მუშაობის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა, რომლის საქმიანობა ორიენტირებული იქნება საქართველოს რეგიონებში ტურიზმის მდგრად განვითარებაზე.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
02/05/2019