სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას კახა სამხარაძე შეუდგა. დღესვე ახალი გუბერნატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას კახა სამხარაძე შეუდგა
02/04/2018