დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით დასუფთავება-გამწვანების აქცია გაიმართა.
ღონისძიებაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიის, საკრებულოსა და აიპების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. 22 აპრილს მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. ეს დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, საქართველო კი 1990 წლიდან შეუერთდა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით დასუფთავება-გამწვანების აქცია გაიმართა
22/04/2021