სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

25/09/2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების – ივერიას,ოთას, დამალას და ნიჯგორის მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, შალვა ბერძენიშვილი, შოთა როსტიაშვილი, რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა გაბუნია, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე შეხვდნენ.ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ სოფლებში არსებულ ვითარებას და მიმდინარე პროექტებს ადგილზე დეტალურად გაეცნენ, მოისმინეს​ მოსახლეობის ხედვები და საჭიროებები .
ასპინძის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები, სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.
სოფელ ივერიაში მოეწყო სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და ჩატარდა ივერიის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეაბილიტირდა საჯარო სკოლის სველი წერტილები. სოფელ ოთაში აშენდა ახალი ამბულატორია, ასევე ჩატარდა მდინარე ოთის წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები და რეაბილიტირდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. შიდა გზები და კულტურის სახლი რეაბილიტირდა სოფელ დამალაში, ასევე კეთილმოეწყო საჯარო სკოლის სველი წერტილები. სოფელ ნიჯგორში აშენდა ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობების შიდა ქსელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0