სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა

29/07/2022

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.შეხვედრა ონლაინ გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე ჩართულები იყვნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები. საბჭომ განიხილა და მოიწონა 2022 წელს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. რეგიონში 2022 წელს, დაიწყება დამატებით 46 პროექტის განხორციელება, საერთო ღირებულებით 17459000 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0